სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში შემცირდა, თუმცა იაშვილის კლინიკაში გაიზარდა
სეზონურ გრიპთან დაკავშირებით მიმართვიანობა ინფექციურ საავადმყოფოში შემცირდა, თუმცა იაშვილის კლინიკაში გაიზარდა

სეზონურ გრიპთან დაკავშირებით ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა შედარებით შემცირებულია. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის 29 პაციენტი მკურნალობს. მათ უმეტესობას B ტიპის გრიპის ვირუსი აქვს და მათი მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკას დღეში საშუალოდ 15 პაციენტი მიმართავს.

მიმართვიანობა გაზრდილია იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში. იაშვილის კლინიკის პედიატრის, თამარ ქრისტესაშვილის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის 68 პაციენტი მკურნალობს. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კლინიკაში მომართვიანობა რჩება ისევ მაღალი. ამ დროისათვის კლინიკაში 68 პაციენტი მკურნალობს გრიპის და გრიპის მაგვარი ინფექციის დიაგნოზით. დაფიქსირდა უფროსი ასაკის ბავშვებში გართულება პნევმონიის დიაგნოზით. ძირითადი ჩივილი არის ცხელება“, – განაცხადა თამარ ქრისტესაშვილმა.

დატოვე კომენტარი