სეზონისთვის მზადება „რუსთავმაც“ დაიწყო - გუნდი ლიდერებმა დატოვეს
სეზონისთვის მზადება „რუსთავმაც“ დაიწყო - გუნდი ლიდერებმა დატოვეს
საფეხბურთო კლუბი „რუსთავი“ შეიკრიბა და პირველი ვარჯიში გამართა. გუნდის პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპზე მოთამაშეთა შერჩევა მიმდინარეობს და მიმდინარე დღეებში გახდება ცნობილი, ვინ შეუერთდება გუნდს მზადების პროცესში.
 
ოფიციალურად გუნდთან კონტრაქტი დაუმთავრდათ და სხვა გუნდში გააგრძელებენ კარიერას ბექა ქავთარაძე, ლუკა სილაგაძე, ზაზა ციცქიშვილი, თემურ ჩოგაძე, დათა სიჭინავა, გოგი კულუა და გიორგი ვასაძე. ასევე, „რუსთავთან“ იჯარის ვადა დაუსრულდათ გიორგი მამარდაშვილსა და პაატა კიტეიშვილს.
რეალურად, „რუსთავი“ ძირითადმა ბირთვმა დატოვა – საინტერესოა, რომ ძველი შემადგენლობიდან მხოლოდ ავთო გუჯაბიძე დარჩა.
დატოვე კომენტარი