სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფა-მ (FIFA) ლიონელ მესი დაასახელა
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ფიფა-მ (FIFA) ლიონელ მესი დაასახელა

მილანში მიმდინარე ფიფას (FIFA0 )დაჯილდოების ცერემონიალზე წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლიონელ მესი დაასახელეს.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილნი იყვნენ „იუვენტუსისა“ და პორტუგალიის ნაკრების ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და „ლივერპულისა“ და ნიდერლანდების ნაკრების მცველი ვირჯილ ვან დეიკი.

„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ინდივიდუალური პრიზები ჩემთვის მეორეხარისხოვანია, რადგან მე გუნდური ფეხბურთელი ვარ, თუმცა ძალიან ვამაყობ და მადლიერი ვარ, რომ ასე დამაფასეს“, – განაცხადა მესიმ.