მიმდინარე სეზონის დასასრულს „რომას“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას დაითხოვს, – იუწყება Corriere della Sera.
გამოცემის ინფორმაციით, რომაელებს ფონსეკას გაშვება ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში „იუნაიტედთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის (6:2) შემდეგ სურდათ, მაგრამ საბოლოოდ, მწვრთნელის ზაფხულამდე დატოვება გადაწყვიტეს.
ფონსეკამ 2020/2021 წლების სეზონში, როგორც ევროტურნირებზე, ასევე იტალიის ჩემპიონატშიც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა.
იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში (33 ტურის შემდეგ) მეშვიდე პოზიციაზეა და მეექვსე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ „ლაციოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.