სეზონის ბოლოს ფონსეკა „რომას“ დატოვებს #1TVSPORT
სეზონის ბოლოს ფონსეკა „რომას“ დატოვებს #1TVSPORT

მიმდინარე სეზონის დასასრულს „რომას“ ხელმძღვანელობა კლუბის მთავარ მწვრთნელს, პაულო ფონსეკას დაითხოვს, – იუწყება Corriere della Sera. 

გამოცემის ინფორმაციით, რომაელებს ფონსეკას გაშვება ევროპის ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში „იუნაიტედთან“ განცდილი გამანადგურებელი მარცხის (6:2) შემდეგ სურდათ, მაგრამ საბოლოოდ, მწვრთნელის ზაფხულამდე დატოვება გადაწყვიტეს.

ფონსეკამ 2020/2021 წლების სეზონში, როგორც ევროტურნირებზე, ასევე იტალიის ჩემპიონატშიც არადამაკმაყოფილებელი შედეგი აჩვენა.

იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდი ქვეყნის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში (33 ტურის შემდეგ) მეშვიდე პოზიციაზეა  და მეექვსე ადგილზე მყოფ თანაქალაქელ „ლაციოს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.