ევროპის ლიგა, 1/2 ფინალი, პირველი მატჩები - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგა, 1/2 ფინალი, პირველი მატჩები - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 34 წლისა და 74 დღის ედინსონ კავანი ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე გახდა, ვისაც ევროტურნირების მატჩში ორი გოლი და ორი შედეგიანი პასი ჰქონია. ურუგვაელმა „ბაიერნის“ ფორვარდის რობერტ ლევანდოვსკის (31 წლის და 353 დღის) რეკორდი გააუმჯობესა.

* კავანის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბოლო ხუთ მატჩში შვიდი ქულა (5+2) აქვს.

* ბრუნო ფერნანდეშმა „მანჩესტერ იუნაიტედში“ 20 პენალტი გაიტანა. უფრო მეტი აქვთ უეინ რუნის (27) და რუუდ ვან ნისტელროის (28).

* ბრუნო ფერნანდეშმა ზედიზედ სამი სეზონია მინიმუმ 25 გოლი გაიტანა. შარშან მას 27 გოლი ჰქონდა, შარშანწინ – 33.

* „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში დანიშნული ბოლო ექვსი პენალტიდან ოთხში პოლ პოგბა იყო დამნაშავე.

* „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 2007 წლის აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა ევროთასების ერთ მატჩში მინიმუმ ექვსი გოლი. 14 წლის წინ, მან შვიდი გოლი გაუტანა „რომას“.

* ედინ ჯეკომ „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოლო ხუთ მატჩში ექვსი გოლი გაუტანა.

* ნიკოლას პეპე საუკეთესოა ამ სეზონში ევროპის ლიგაზე „გოლი+პასი“ სისტემით – 6 გოლი და 4 შედეგიანი გადაცემა.

 

მანჩესტერ იუნ-რომა          6:2

გოლები: 1:0 ბრუნო ფერნანდეში (9), 1:1 პელეგრინი (15-პენ), 1:2 ჯეკო (34), 2:2 კავანი (64), 3:2 კავანი (64), 4:2 ბრუნო ფერნანდეში (71-პენ), 5:2 პოგბა (75), 6:2 გრინვუდი (86)

ვილიარეალი-არსენალი     2:1

გოლები: 1:0 ტრიგეროსი (5), 2:0 ალბიოლი (29), 2:1 პეპე (73-პენ)

გაძევება: სებალიოსი (57. არსენალი), კაპუე (80. ვილიარეალი)

დატოვე კომენტარი