სეზონი თურქეთშიც დაიწყო - ორივე ქართველმა ძირითადში ითამაშა
სეზონი თურქეთშიც დაიწყო - ორივე ქართველმა ძირითადში ითამაშა

სეზონი თურქეთშიც განახლდა და 27-ე ტურის მატჩები ჩატარდა. ქართველების გუნდებმა მორიგი შეხვედრები ჩაატარეს, თუმცა მოგება ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო.

ლევან შენგელიასკონიასპორი“ გასვლაზე „გენჩლერბირლიგს“ შეხვდა და 2;1 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 86-ე წუთზე შეცვალეს. შენგელიას სტუმრებისთვის შეეძლო ქულა მაინც მოეტანა, მაგრამ ცარიელ კარში ააცილა.

საბა ლობჯანიძის გუნდი, აუტსაიდერი „ანკარაგუჯუ“ მე-9-ადგილოსან „გაზიანტეპს“ ესტუმრა და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა. საქართველოს ნაკრების შემტევი სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და 83-ე წუთზე შეცვალეს.

27 ტურის შემდეგ, 26 ქულით „კონიასპორი“ მე-15 ადგილზეა, ხოლო „ანკარაგუჯუ“ 24 ქულით ისევ მე-17 პოზიციაზე დარჩა.