სეზონი „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა2“-შიც დაიწყო - „სამტრედიამ“ გოგუა დაიმატა
სეზონი „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა2“-შიც დაიწყო - „სამტრედიამ“ გოგუა დაიმატა

ახალი სეზონი „კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაა 2“-შიც დაიწყო. პირველი ტურის პირველი შეხვედრა სამტრედიაში გაიმართა.

ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მატჩი ერთწლიანი პაუზის შემდეგ შედგა – გუნდებმა პირველად ითამაშეს ახალ ბალახის საფარზე, რომელიც შარშან დააგეს. საინტერესოა, რომ „სამტრედიამ“ ახალი სეზონისთვის რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე დაიმატა: მეკარე კონსტანტინე სეფიაშვილი, საყრდენი ნახევარმცველი დენის დობროვოლსკი, ხოლო გუნდის კაპიტანი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გოგიტა გოგუაა.

„სამტრედიამ“ „ზუგდიდს“ უმასპინძლა და მინიმალურ ანგარიშით დაამარცხა. მესამე წუთზე ანგარიში მასპინძელთა თავდამსხმელმა გურამ სამუშიამ გახსნა. 64-ე წუთზე, „ზუგდიდის“ მცველმა გიორგი კილასონიამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და სტუმრები ათი მოთამაშით დარჩნენ.

ამის მიუხედავდ, ზუგდიდელებმა 69-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს: მასპინძელთა კარი პენალტით ნიკა ხინთიბიძემ აიღო. 73-ე წუთზე „ზუგდიდის“ მოთამაშე გოგიტა გოგატიშვილმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და „სამტრედიამ“ ანგარიშით 2:1 მოიგო.

კრისთალბეთ ეროვნულ ლიგაა 2“-ში ტური კიდევ ორი დღე გაგრძელდება: კვირას, 3 მარტს, „შევარდენი 1906“ „ცხინვალს“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო „თელავი“ „გივი ჩოხელზე“ – ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს. ტური ორშაბათს, 4 მარტს დასრულდება: „გაგრა“ თბილისის „მერანს“ მუხიანის სპორტულ კომპლექსში შეხვდება, ხოლო „კოლხეთი 1913“ ფოთის „პარკი არენაზე“ ქობულეთის „შუქურას“ დაუხვდება.