„სევილიამ“ „რომას“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის განაცხადში კოვიდინფიცირებული ფეხბურთელი შეიყვანა
„სევილიამ“ „რომას“ წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის განაცხადში კოვიდინფიცირებული ფეხბურთელი შეიყვანა

ევროპის ლიგის მატჩზე, რომელიც „სევილიამ“ „რომას“ წინააღმდეგ უნდა გამართოს, განაცხადში კორონავირუსით ინფიცირებული ფეხბურთელი შეიყვანა, – წერს Football Italia.

„სევილიას“ სერბ ლეგიონერს, ნემანია გუდელს კორონავირუსი 29 ივლისს დაუდასტურდა და ვალდებულია, რომ ორი კვირა კარანტინში გაატაროს. უცნაური კი ის გახლავთ, რომ მატჩი 6 აგვისტოს გაიმართება.

2019/20 წლების სეზონში გუდელმა „სევილიას“ შემადგენლობაში 33 შეხვედრა ჩაატარა, მათ შორის ევროპის ლიგის მატჩებიც.