„სევილიამ“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა დანიშნა
„სევილიამ“ მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელა დანიშნა

პრიმერა დივიზიონის მეხუთე გუნდმა „სევილიამ“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაცხადა მთავარ მწვრთნელად ვინჩენცო მონტელას დანიშვნის შესახებ. იტალიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება 2018-2019 წლების სეზონის ბოლომდე იქნება ძალაში.
მონტელამ „სევილიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე არგენტინელი ედუარდო ბერიცო შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან დაითხოვეს.

ამ დროისთვის, გუნდს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს ესპანეთის ჩემპიონატში და ხუთი ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას.

შეგახსენებთ, ანდალუსიელები გასულები არიან ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდებიან.
მონტელა ასევე არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო „მილანის“ მწვრთნელობიდან ნოემბერში გაათავისუფლეს. მისი ადგილი ჯენარო გატუზომ დაიკავა.