სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქის დასატოვებლად დრო დასჭირდებათ
სევეროდონეცკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქის დასატოვებლად დრო დასჭირდებათ

სევეროდონეცკის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან ვლასენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ქალაქ სევეროდონეცკის დასატოვებლად დრო დასჭირდებათ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ავიაცია მუშაობს, მუშაობს არტილერია. შეტევა ყველა მიმართულებით ხდება. ლისიჩანსკზე შტურმი მიმდინარეობს, ასევე სევეროდონეცკზე. ყველგან სროლის ხმა ისმის“, – აცხადებს ვლასენკო.

მისი თქმით, უკრაინელი ჯარისკაცები ჯერ კიდევ სევეროდონეცკში არიან, ქალაქიდან გამოსვლას კი, დრო დასჭირდება.

„ეს საათის ან დღის ამბავი არ არის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – აცხადებს ვლასენკო.

ვლასენკოს განცხადებით, უკრაინელი ჯარისკაცები ლისიჩანსკიდან უკან დახევას არ აპირებენ.