სევდია უგრეხელიძე - დაფიქრდით, თავის დროზე რატომ დაარქვა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“
სევდია უგრეხელიძე - დაფიქრდით, თავის დროზე რატომ დაარქვა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“

აბა, დაფიქრდით, თავის დროზე რატომ დაარქვა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სევდია უგრეხელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა, სააკაშვილის რწმენისა და ტრადიციების საკითხებზე არავინ დაფიქრებულა და ეს არავინ იცის, მაგრამ დაფიქრდით, პარტიას რატომ დაარქვა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობა“, რატომ და, ეროვნული მოძრაობის ასოციაციით. ახლა, ეროვნული მოძრაობა ვერ დაარქვა, ზვიადი და მერაბი ვარო, ვერ თქვა, მაგრამ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ დაარქვა, ამაში ეს იყო ჩადებული. მორწმუნე იყო, თუ არ იყო, თქვენ განსაჯეთ, მაგრამ მიშას არ ერიდებოდა და ყველა პარაკლისზე სანთლით იდგა, მაგრამ ეს არ არის მთავარი“, – განაცხადა უგრეხელიძემ. 

მისი თქმით, მთავარი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა გიგა ბოკერიაზე არ თქვა ისეთი რამ, რაც შეურაცხმყოფელია.

„ახლა, ლიბერალობა სულ არ არის შეურაცხმყოფელი და არც ის, რომ ტრადიციების მიმართ ცოტა სატირული დამოკიდებულება გვქონდეს. ყველამ იცის, რომ ეს ხალხი „თავისუფლების ინსტიტუტიდან“ მოდის, რომლებსაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. სააკაშვილმა ბოკერიაზე თქვა ყველაზე რბილი რამ, რაც შეიძლებოდა, ეთქვა. მას ხომ არ უთქვამს ის, რაც ხალხში მუსირებს – მანდატების ქურდები, ვის სკამებზე სხედან, საზიზღარი ბოკერია, ეკლესიას ფეხით ამტვრევდა და ასე შემდეგ?! ხომ არ უთქვამს, ბოკერიას ჩემ დროს პირველკაცობა უნდოდაო და ასე შემდეგ, რასაც ხალხი ამბობს?! მან თქვა, რომ ჩვენ შორის ფუნდამენტური სხვაობააო“, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.