სეულში, საერთო საცხოვრებელში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა
სეულში, საერთო საცხოვრებელში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სეულში, ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ხანძარს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 20-ზე მეტი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მესამე სართულზე გაჩნდა და მალევე მთელ შენობას მოედო. ადგილზე მობილიზებულია 52 სახანძრო ეკიპაჟი და 173 მეხანძრე.

30 წლის წინ აგებულ შენობა ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი არ იყო.