სეულში პირბადის ტარება როგორც შენობაში, ისე გარეთ მდებარე საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება
სეულში პირბადის ტარება როგორც შენობაში, ისე გარეთ მდებარე საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება

სამხრეთ კორეის დედაქალაქში პირბადის ტარება როგორც შენობაში, ისე გარეთ მდებარე საჯარო სივრცეებში სავალდებულო იქნება. შესაბამისი გადაწყვეტილება სეულის ადმინისტრაციამ კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო მიიღო.

როგორც „გარდიანი“ წერს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე ინმა თავის მრჩევლებთან საუბარში არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში საფრთხის უმაღლესი დონის გამოცხადება გახდეს საჭირო.

„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ვირუსის გავრცელების შეჩერებას, მაშინ აუცილებელი იქნება სოციალური დისტანცირების მესამე ეტაპზე გადასვლა“, – განაცხადა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა.

სოციალური დისტანციის მესამე ეტაპი სკოლების დახურვასა და ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვას გულისხმობს.

სამხრეთ კორეაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 266 ახალი შემთხვევა აღრიცხეს. სულ ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 17 665 შემთხვევა, დაიღუპა 309 ადამიანი.