სეულში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, სკოლების უმეტესობა ისევ დახურეს
სეულში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, სკოლების უმეტესობა ისევ დახურეს

სეულში კორონავირუსის ხელახლა გავრცელების გამო, სკოლების უმეტესობა ისევ დახურეს. სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლის ცენტრში აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 280 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

„როიტერის“ ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა უმეტესობა დედაქალაქში და მის შემოგარენში ცხოვრობს. როგორც სამხრეთ კორეის განათლების სამინისტროში აცხადებენ, 11 სექტემბრამდე, უფროსკლასელების გარდა, ყველა მოსწავლე სწავლას ონლაინრეჟიმში გააგრძელებს.

ბოლო ორ კვირაში სეულსა და მის შემოგარენში კორონავირუსი 150 მოსწავლეს და 43 მასწავლებელს დაუდგინდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე სეულში კორონავირუსის გავრცელების გამო პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, როგორც შენობაში, ისე გარეთ მდებარე საჯარო ადგილებში.

სამხრეთ კორეაში ვირუსის სულ 17 945 შემთხვევაა აღრიცხული. გარდაიცვალა 310 ადამიანი.