სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში კიდევ 3 000-მდე სამხედრო გააგზავნა
სეულში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში კიდევ 3 000-მდე სამხედრო გააგზავნა

ჩრდილოეთ კორეამ უკრაინაში კიდევ 3 000-მდე სამხედრო გააგზავნა, – ამის შესახებ სეული იუწყება.

მათივე ცნობით, ფხენიანი განაგრძობს რუსეთის მომარაგებას რაკეტებით, საარტილერიო და საბრძოლო მასალებით. მათ შორის, მცირე რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებით.

რაც შეეხება პირველ ეტაპზე გაგზავნილ 11 000 კორეელ სამხედროს, მედიის ცნობით, 4 000 უკვე დაღუპული ან დაშავებულია.