სეულსა და გიონგანგის პროვინციაში 200-ზე მეტი სკოლა დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა სასწავლო პროცესი გადაიდო
სეულსა და გიონგანგის პროვინციაში 200-ზე მეტი სკოლა დღეს უნდა გახსნილიყო, თუმცა სასწავლო პროცესი გადაიდო

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში და ქვეყნის ჩრდილოეთით, გიონგანგის პროვინციაში დღეს 200-ზე მეტი სკოლა უნდა გახსნილიყო, თუმცა განათლების სამინისტროს ბრძანებით, სასწავლო პროცესი კვლავ გადაიდო, ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

სეულის მერიის განცხადებით, შვიდი დაწყებითი სკოლასა და ხუთ საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი იმის გამო გადაიდო, რომ ექვსი წლის ბიჭს კორონავირუსი დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შესაძლოა, პირველ ივნისს აღდგეს.

სამხრეთ კორეაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 11 225 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 269 ადამიანი.