სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, 300-მდე ჩრდილოეთკორეელი მებრძოლი დაიღუპა და 2 700 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინაში ომში ჩაერთნენ
სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, 300-მდე ჩრდილოეთკორეელი მებრძოლი დაიღუპა და 2 700 დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინაში ომში ჩაერთნენ

სამხრეთ კორეის დაზვერვის ინფორმაციით, ჯამში, 3 000-ზე მეტი ჩრდილოეთკორეელი მებრძოლი დაიღუპა და დაშავდა მას შემდეგ, რაც ისინი უკრაინაში ომში ჩაერთნენ. კერძოდ, დაღუპულია 300-მდე მებრძოლი, 2 700 კი დაშავდა.

როგორც დაზვერვის სამსახური იუწყება, ფხენიანს უკრაინის ომში მონაწილეობისთვის 12 000-მდე მებრძოლი ჰყავს გაგზავნილი. ამასთან, ამავე უწყებიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთკორეელ სამხედროებს ბრძანება აქვთ მიღებული, არ დაუშვან ტყვედ ჩავარდნა, ხოლო თუ ტყვედ მაინც ჩავარდებიან, ამ შემთხვევაში სიცოცხლე სუიციდით დაასრულონ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფხენიანს დატყვევებული კორეელების რუსეთში დაკავებულ უკრაინელებზე გაცვლა შესთავაზა.