სეულიდან თბილისში პირველი პირდაპირი ავიარეისი სრულდება [ფოტო]

12:53, 17.05.2018

სეულიდან თბილისში ამ წუთებში პირველი ჩარტერული პირდაპირი ავიარეისი სრულდება. სამხრეთ კორეიდან საქართველოში ავიაკომპანია Korean Air-ის თვითმფრინავით დაახლოებით 200 ტურისტი მოფრინავს.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავს 17:35 საათზე ელოდებიან.

ბორტზე იმყოფება სამხრეთ კორეაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი, რომელმაც სეულის აეროპორტში გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

Korean Air ჩარტერულ ფრენებს 24 და 31 მაისსაც შეასრულებს.

 

მსგავსი