სეულიდან თბილისში ჩარტერული ავიარეისი შესრულდა
სეულიდან თბილისში ჩარტერული ავიარეისი შესრულდა

სამხრეთ კორეის ავიაკომპანია „კორეან ეარმა“ (Korean Air) სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით დღეიდან ჩარტერული რეისები განაახლა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ 187 მგზავრს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, „ტავ ჯორჯიას“  ხელმძღვანელობა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დახვდნენ.

30 მაისიდან 12 ივლისის ჩათვლით ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხ ჩარტერულ რეისს განახორციელებს.  თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი კომპანიამ გასული წლის მაისში შეასრულა.

„კორეან ეარი“ (Korean Air) 1962 წელს დაფუძნდა. დღეისთვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.