სეულიდან ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებისთვის, მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრება

12:38, 04.03.2018

5 მარტს სეულიდან ჩრდილოეთ კორეაში მოლაპარაკებისთვის, მაღალი რანგის დელეგაცია გაემგზავრება.

მხარეები ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ვაშინგტონსა და ფხენიანს შორის შესაძლო მოლაპარაკების გამართვის საკითხს განიხილავენ.

ამ ინფორმაციას სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, პრესმდივანი ავრცელებს. 2 დღიანი მოლარაპაკებების შემდეგ, სეულის დელეგაცია ვაშინგტონში გაემართება და ამერიკელ მაღალჩინოსნებს ფხენიანის შედეგებს გააცნობს.

დელეგაციას ეროვნული უსაფრთხოების ოფისის მეთაურის, ჩუნგ ეუი- იონი უხელმძღვანელებს.

მსგავსი