სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა
სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ავიარეისი შესრულდა

სამხრეთ კორეულმა ავიაკომპანია Korean Air-მა სეული-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი შეასრულა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხრეთ კორეიდან ჩამოსულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და „ტავ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დახვდნენ.

Korea Air ჩარტერულ ფრენებს 24 და 31 მაისსაც შეასრულებს.

სეული-თბილისის ავიარეისთან დაკავშირებით ინფორმაცია და ფოტომასალა „ტავ ჯორჯიამ“ გაავრცელა.