სეული-თბილისის ჩარტერული რეისები 30 მაისიდან განახლდება
სეული-თბილისის ჩარტერული რეისები 30 მაისიდან განახლდება

სამხრეთ კორეის ფლაგმანი ავიაკომპანია „კორეან ეარი“ (Korean Air) რეისებს სეული-თბილისი-სეულის მიმართულებით 30 მაისიდან განაახლებს.

„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, ზაფხულის სეზონზე ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს.

თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი „კორეან ეარმა“ გასული წლის მაისში შეასრულა.

სამხრეთ კორეული ავიაკომპანია Korean Air 1962 წელს დაფუძნდა. დღეისთვის ავიაკომპანია ფრენებს 50 ქვეყანაში, 114 სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს.