სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემით კახეთის ორ რაიონში გუშინ სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალეს.

ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის ინფორმაციით, კახეთში 140 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა, რითაც კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად იქნა თავიდან აცილებული.

ცენტრის ინფორმაციით, 8 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის მასა შევიდა. 15:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა. ზემოქმედების შედეგად, ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.