სეტყვამ ყვარელი და რამდენიმე სოფელი დააზარალა [ვიდეო]

22:54, 10.05.2018

ქალაქი ყვარელი, ასევე სოფლები კუჭატანი, გრემი, გავაზი და მთისძირი დაისეტყვა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, სტიქიამ დააზიანა საკარმიდამო ფართობები და ვენახები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ღამით ზარალის რაოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია და შესაბამისი კომისია მდგომარეობას ხვალ ადგილზე შეისწავლის.

 

მსგავსი