სეტყვამ ოზურგეთის მოსახლეობა დააზარალა
სეტყვამ ოზურგეთის მოსახლეობა დააზარალა

უამინდობამ პრობლემები შექმნა გურიაში. ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ოზურგეთის გარეუბანში სეტყვა დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

სეტყვის შედეგად, მოსახლეობას ნარგავები გაუნადგურდა.  შეფერხებული იყო ტრანსპორტის მოძრაობაც.

ოზურგეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, თუმცა ამ დრომდე მოსახლეობის მხრიდან დახმარების თაობაზე ზარი შესულა.