სეტყვამ ახალციხის სოფლები დააზარალა [ვიდეო]

სეტყვამ ქალაქ ახალციხესა და მის სოფლებში პრობლემები შექმნა.

სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად სოფელ წნისში დაზარალდა, სადაც ნათესები განადგურდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

სტიქიის შედეგად ჩაიკეტა ახალციხე-ბორჯომის ცენტრალური გზა. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.