სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება

14:37, 01.05.2020

სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტების თანადაფინანსება ერთი წლით გახანგრძლივდება და აქამდე არსებული 24 თვის ნაცვლად, 36 თვეს შეადგენს, – აღნიშნულს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამები ითვალისწინებს, რომლის პრეზენტაციასაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მართავს.

გეგმის თანახმად, ასევე სესხისა და ლიზინგის სუბსიდირების კომპონენტებში დაგეგმილია თანადაფინანსების პროცენტის გაზრდა სამი პროცენტით. ამავე კომპონენტში ლიმიტი  150 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შემცირდება, საქმიანობის სახეობები კი, 104-დან 211-მდე გაიზრდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ეს 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესს მისცემს შესაძლებლობას, აღნიშნული კომპონენტით ისარგებლოს.

ამასთან, ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია საკრედიტო-საგარანტიო სქემის განახლებული ფორმატის შეთავაზება კრიზისის შედეგად დაზარალებული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. მის ასამოქმედებლად 300 მლნ ლარი გამოიყოფა.

მსგავსი