სესილია მალმსტრომი - ცნება, რომ ევროპული ავტომობილები შესაძლოა, აშშ-სთვის საფრთხე იყოს, არის აბსურდი
სესილია მალმსტრომი - ცნება, რომ ევროპული ავტომობილები შესაძლოა, აშშ-სთვის საფრთხე იყოს, არის აბსურდი

ვაშინგტონის მიერ ევროკავშირის ავტომობილებზე დამატებითი სანქციების დაწესების შემთხვევაში, ბრიუსელი 35 მილიარდი ევროს ღირებულების ამერიკულ საქონელზე ტარიფებს დააწესებს, –  ამის შესახებ ვაჭრობის საკითხებში ევროკომისარმა, სესილია მალმსტრომმა განაცხადა.

„ჩვენ არ მივიღებთ მართულ ვაჭრობას, კვოტებსა და ექსპორტის ნებაყობლობით შეზღუდვებს. ტარიფები რომ ყოფილიყო, ჩვენ გვექნებოდა დამაბალანსებელი სია. ძირითადად, ეს სია მომზადებულია და 35 მილიარდ ევროს შეადგენს. ვიმედოვნებ, ამის გამოყენება არ მოგვიწევს. ჩვენ მივესალმებით აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომ არ დააწესა ავტომობილებზე და ავტომობილის ნაწილებზე ტარიფები, მაგრამ ცნება, რომ ევროპული ავტომობილები შესაძლოა, იყოს ეროვნული უსაფრთხოების საფრთხე აშშ-სთვის, არის აბსურდი“, – განაცხადა ევროკომისარმა.

დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის მაისში განაცხადა, რომ იმპორტირებული ავტომობილის ნაწილი უსაფრთხოებისთვის საფრთხეს ქმნის. აშშ-ის პრეზიდენტმა ტარიფების დაწესება ექვსი თვით გადადო, რაც ევროკავშირთან და იაპონიასთან მოლაპარაკებებისთვის უნდა იყოს გამოყენებული.