სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, შეუმოწმებელი ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეძენისგან თავი შეიკავოს
სეს-ი მოსახლეობას მოუწოდებს, შეუმოწმებელი ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეძენისგან თავი შეიკავოს

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, ახალი წლის დღებში შეუმოწმებელი ხორცპროდუქტებისა და რძის ნაწარმის შეძენისგან თავი შეიკავოს.

როგორც სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვასილ ბალავაძემ დღეს ჟურნალისტებთან განაცხადა, მოსახლეობა უნდა მოერიდოს ზემოთ დასახელებული პროდუქტების შეძენას ისეთ ადგილებში, სადაც სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს არ ახორციელებს.

მისი თქმით, რძის ნაწარმი, ხორცი და ხორცპროდუქტები მაღალი რისკის შემცველი საკვები პროდუქტებია და თუ შეუმოწმებელი და ვადაგასული იქნება, შესაძლოა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დიდი რისკის ქვეშ დადგეს.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მაღალი რისკის პროდუქტებზე კონტროლს, ვასილ ბალავაძის განცხადებით, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, წელს კონტროლი ბევრად გაზრდილია და აღნიშნა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ მიმართულებით 14 ათასზე მეტი აქტივობა განახორციელა.