სერლოტმა არველაძის რეკორდი გაიმეორა
სერლოტმა არველაძის რეკორდი გაიმეორა

თურქეთის სუპერლიგის 33-ე ტურში „ტრაბზონის“ ნორვეგიელმა თავდამსხმელმა, ალექსანდრე სერლოტმა ლევან შენგელიას გუნდთან, „კონიასპორთან“ დუბლი შეასრულა და საკლუბო რეკორდი გაიმეორა.

„ტრაბზონის“ რეკორდი კი 24 წელი საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს, შოთა არველაძეს ეკუთვნოდა, რომელიც 1995-96 წლების სეზონში დაამყარა. ქართველმა ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში საშინაო და საერთშორისო სარბიელზე „ტრაბზონის“ ფორმით სულ 30 გოლი გაიტანა, აქედან 25 თურქეთის ლიგის მატჩებში მოახერხა.

ალექსანდრე სერლოტმა მიმდინარე სეზონში სხვადასხვა ტურნირებში გატანილი გოლების რაოდენობა 30-მდე გაზარდა – 23 თურქეთის ლიგაში, ექვსი თურქეთის თასზე და ერთიც – ევროპის ლიგაზე. ინგლისური მედიის ცნობით, სერლოტს მადრიდის „რეალი“ აკვირდება.

ნორვეგიის ნაკრების ფეხბურთელი დარჩენილ სამ ტურში ერთ გოლს მაინც თუ გაიტანს, ქართველის რეკორდს გააუმჯობესებს, რომელიც დღემდე თურქული კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.