სერხიო რამოსმა „რეალის“ ხელმძღვანელობას კლუბში დარჩენა სთხოვა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ მცველს სერხიო რამოსს თავის ამჟამინდელ კლუბთან 2023 წლის ზაფხულამდე სურს კონტრაქტის გაგრძელება. ამის შესახებ საკუთარ „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.
წყაროს ცნობით, 35 წლის ესპანელმა უკვე თხოვა „რეალის“ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის შესახებ. მადრიდელთა პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს ჯერ არ გადაუწყვიტავს – გაუფორმებს თუ არა კლუბი ვეტერან ფეხბურთელს ახალ ხელშეკრულებას.
2020-21 წლების სეზონში რამოსმა 21 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში იწურება.