„რეალ მადრიდის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა „რომას“ წინააღმდეგ 19 სექტემბერს გამართულ მატჩში 115-ე საჩემპიონთალიგო ყვითელი ბარათი მიიღო, რითაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ფეხბურთელის, პოლ სქოულზის ანტირეკორდი დაამხო. 32 წლის რამოსს ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში მიღებული ყვითელი ბარათებითაც ეკუთვნის რეკორდი – 2010-11 და 2012-13 წლებში მსაჯებმა ესპანელი მცველი ხუთჯერ გააფრთხილეს, პოლ სქოულზს კი ერთ სეზონში ოთხზე მეტი ყვითელი არასოდეს მიუღია.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი სეზონის პირველ მატჩში „რეალ მადრიდმა“ საკუთარ მოედანზე „რომა“ 3-0 დაამარცხა. გოლები ისკომ, ბეილმა და მარიანო დიასმა გაიტანეს.