ლეგენდარული ესპანელი მცველი სერხიო რამოსი გასული სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსში იმყოფება. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ფეხბურთელი ახალი კლუბის არჩევანში ჩამოყალიბდა.
„რეალის“ ყოფილი მცველი მოლაპარაკებებს აწარმოებს არგენტინულ „ბოკა ხუნიორსთან“, – წერს გამოცემა Relevo. წყაროს ცნობით, სერხიო რამოსი მომავალ თანამშრომლობას განიხილავს „ბოკას“ პრეზიდენტთან ხუან რიკელმესთან და მთავარ მწვრთნელთან ფერნანდო გაგოსთან, რომელთან ერთადაც თამაშობდა „რეალის“ შემადგენლობაში.
„ბოკა ხუნიორსი“ მზად არის შესთავაზოს ესპანელს კონტრაქტი წლიური 5 მილიონი ევროს ოდენობის ხელფასით.
ადრე გაჩნდა ინფორმაცია, რომ 38 წლის მცველით დაინტერესებულია რამდენიმე კლუბი საუდის არაბეთიდან, MLS-დან, იაპონიიდან და თურქეთიდან.
სერხიო რამოსის ბოლო კლუბი იყო „სევილია“, რომელიც ზაფხულში დატოვა.