სერხიო რამოსისთვის პსჟ პრიორიტეტული ვარიანტია #1TVSPORT
სერხიო რამოსისთვის პსჟ პრიორიტეტული ვარიანტია #1TVSPORT

მადრიდის „რეალიდან“ წასვლის შემდეგ, ესპანელმა მცველმა სერხიო რამოსმა შეიძლება კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს, – იტყობინება გაზეთი AS.

გამოსათხოვარი პრესკონფერენციის შემდეგ, აგენტებმა 35 წლის რამოსი „პარი სენ-ჟერმენს“ შესთავაზეს. ირკვევა, რომ პარიზი პრიორიტეტული ვარიანტია ესპანელისთვის კარიერის გასაგრძელებლად.

„პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობენ რამოსის ყოფილი თანაგუნდელები – ანხელ დი მარია და კეილორ ნავასი. ასევე იქ არიან ესპანელები – სარაბია, სერხიო რიკო და ანდერ ერერა. სერხიოს მოსწონს, რომ ფრანგული კლუბის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ესპანურად ლაპარაკობს.

გასულ სეზონში მცველმა ლა ლიგაში 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.