მადრიდის „რეალის“ კაპიტანი სერხიო რამოსი 2021 წლის ზაფხულში თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას აპირებს.
34 წლის ფეხბურთელს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მისი წასვლის ალბათობა საკმაოდი დიდია, რადგან ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება.
როგორც გამოცემა Onda Cero ამტკიცებს, რამოსს სერიოზული შეთავაზებები აქვს იტალიური და ინგლისური კლუბებისგან, აგრეთვე, „პარი სენ-ჟერმენისგან“. სწორედ ამ მიზეზით ფიქრობს მცველი სხვაგან გადასვლას. კლუბის შეცვლის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი არის „რეალის“ ხელმძღვანელობის გეგმები, რომელსაც სურს ფეხბურთელებს ხელფასის დაკლება სთხოვოს. რამოსი კი აპირებს თავის კარიერაში ბოლო კონტრაქტი სარფიან პირობებზე გააფორმოს.
ამასთან, გამორიცხული არ არის, რომ მხარეებმა შეძლონ მოლაპარაკება და ესპანელი გააგრძელებს „რეალთან“ კონტრაქტს.
დღეისთვის რამოსი ტრავმირებულია და არ თამაშობს. ამ სეზონში ესპანელმა ლა ლიგაში რვა მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.