მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი სერხიო რამოსი ახლოს არის საფრანგეთში გადასვლასთან, სადაც „პარი სენ-ჟერმენში“ ითამაშებს. ესპანელი დათანხმდა პარიზულ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას, – ამის შესახებ წერს RMC. უახლოეს დღეებში 35 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
სერხიო რამოსი 2005 წლიდან თამაშობდა „რეალში“. ადრე იტყობინებოდნენ, რომ ესპანელი „პარი სენ-ჟერმენს“, „ბაიერნსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის აკეთებდა არჩევანს.