სერხიო რამოსი იგივე პირობებით „რეალთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდა
სერხიო რამოსი იგივე პირობებით „რეალთან“ ახალ კონტრაქტს დათანხმდა

მადრიდის „რეალის“ მცველი სერხიო რამოსი სულ მალე გააფორმებს ახალ კონტრაქტს თავის ამჟამინდელ კლუბთან.

„რეალში“ ოპტიმისტურად არიან განწყობილი: სავარაუდოდ, ხელშეკრულებას რამდენიმე კვირაში გააგრძელებენ. მადრიდული კლუბი ვეტერანს ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს, ხელფასი კი სეზონში 12 მილიონი ევრო იქნება. დღეს სწორედ ამ თანხას იღებს მცველი „რეალში“. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა, თავდაპირველად, უარყო ეს შეთავაზება, მაგრამ ახლა მზად არის ამ პირობების მისაღებად და „რეალში“ 36 წლამდე სათამაშოდ, – იტყობინება გამოცემა El Espanol.

სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა.