სერჯიო მატარელას მიერ პარტიებისთვის პოლიტიკური კრიზის დასასრულებლად მიცემული ვადა თითქმის ამოიწურა, თუმცა პარტიებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს
სერჯიო მატარელას მიერ პარტიებისთვის პოლიტიკური კრიზის დასასრულებლად მიცემული ვადა თითქმის ამოიწურა, თუმცა პარტიებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს

იტალიის პრეზიდენტის, სერჯიო მატარელას მიერ პარტიებისთვის პოლიტიკური კრიზის დასასრულებლად მიცემული ვადა თითქმის ამოიწურა, თუმცა პარტიებმა შეთანხმება ვერ მოახერხეს.

პარტიები პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან. პარტია ხუთი ვარსკვლავი, პრემიერ-მინისტრად კვლავ ჯუზეპე კონტეს დანიშვნას ითხოვს. დემოკრატიულ პარტიას კი, ამ პოსტზე ნიკოლ ძინგარეტის წარდგენა სურს.

ამის შემდეგ გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს. მან ან ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნოს, ან მთავრობის ფორმირება მოახდინოს პარლამენტის ალტერნატიული უმრავლესობის საფუძველზე. ქვეყნის პრეზიდენტი პარტიების წარმომადგენლებს მოლაპარაკების მეორე რაუნდზე იწვევს.