სერიალი Homeland-ი მერვე სეზონით დასრულდება
სერიალი Homeland-ი მერვე სეზონით დასრულდება

პოპულარული სერიალი Homeland-ი მერვე სეზონით დასრულდება. ინფორმაციას  სერიალის ვარსკვლავი და მთავარი როლის შემსრულებელი კლერ დეინსი ავრცლებს.

კერი მეტისონის როლის შემსრულებელმა მსახიობმა ჰოვარდ სტერნსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მერვე სეზონი სერიალისთვის ბოლო იქნება.

ამ დროისთვის სერიალის მეშვიდე სეზონი გადის, რომლის ფინალიც ეთერში კვირას, 29 აპრილს გავა.

Homeland-ი Showtime-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალია. აღსანიშნავია, რომ მასში ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეც მონაწილეობს.