სერიალი „გრეის ანატომია“ ეთერში მე-15 სეზონით დაბრუნდება
სერიალი „გრეის ანატომია“ ეთერში მე-15 სეზონით დაბრუნდება

სერიალი „გრეის ანატომია“ ეთერში მე-15 სეზონით დაბრუნდება.

გადაწყვეტილება ამის შესახებ ABC-ის პრეზიდენტმა და სერიალის მთავარმა პროდიუსერმა შონდა რაიმსმა ერთობლივად მიიღეს. ABC-ის დირექტორის, ჩენინგ დანგის განცხადებით, არხის ხელმძღვანელობის მიზანია, „გრეის ანატომიამ“ სერიალ „სასწრაფოს“ აჯობოს, რომელიც 15 სეზონისგან შედგებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ სერიალი 14 წელია გადის, „გრეის ანატომია“ არხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა. გარდა მაყურებლების დიდი რაოდენობისა, სერიალი წარმატებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით და 125-ზე მეტ ქვეყანაში გადის.