სერიალ „ნარკოსის“ მეოთხე სეზონი 16 ნოემბერს გამოვა
სერიალ „ნარკოსის“ მეოთხე სეზონი 16 ნოემბერს გამოვა

netflix -ის სერიალ „ნარკოსის“ მეოთხე სეზონი 16 ნოემბერს გამოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სერიალის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

„მექსიკის ნარკოტიკებთან ბრძოლის დაბადება”, – წერია პირველ ოფიციალურ პოსტერზე.

მეოთხე სეზონში მოქმედება კოლუმბიიდან მექსიკაში გადაინაცვლებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სერიალ Narcos-ის ლოკაციის მენეჯერი კარლოს მუნიეს პორტალი მექსიკაში გასულ წელს მოკლეს. როგორც ცნობილია, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ტყვია ესროლეს.