სერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონში პაბლო პიკასოს როლს ანტონიო ბანდერასი შეასრულებს

National Geographic-ის ტელესერიალ „გენიოსის“ მეორე სეზონი ცნობილი ესპანელი მხატვრის, პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება.

სერიალში მთავარ როლს ესპანელი მსახიობი ანტონიო ბანდერასი შეასრულებს.

„პიკასოს ცხოვრება და მისი შემოქმედება წლების წინ გახდა ჩემი ინტერესის საგანი. ჩვენ ორივე ესპანეთიდან, მალაგადან ვართ. შესაბამისად, ჩემთვის პატივია მისი როლის მორგება, განსაკუთრებით, როცა ვიცი, რომ გვერდით ასეთი არაჩვეულებრივი გუნდი მეყოლება“, -განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ბანდერასმა.