სერიალ „დაუნტონის სააბატოს” ახალი პოსტერები გამოქვეყნდა
სერიალ „დაუნტონის სააბატოს” ახალი პოსტერები გამოქვეყნდა

სერიალ „დაუნტონის სააბატოს” ახალი პოსტერები გამოქვეყნდა.

დაუნტონის სააბატოს“ სრულმეტრაჟიანი გაგრძელებას მაყურებელი მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ნახავს. „ოქროს გლობუსისა” და „ემის” მფლობელი, გახმაურებული ბრიტანული სერიალი 2011 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

ფილმის სიუჟეტი 1912 წელს, ინგლისში ვითარდება. დაუნტონის სააბატოს მემკვიდრეები „ტიტანიკის” ჩაძირვის შედეგად იღუპებიან. ოჯახის ზოგიერთი წევრის მოლოდინის მიუხედავად, გრაფის უფროსი ქალიშვილი მერი ქონებას ვერ მიიღებს, რადგან მემკვიდრეობა მამაკაცის ხაზით უნდა გაგრძელდეს. საგვარეულო საგრაფოში ტიტულისა და უდიდესი მამულის მისაღებად საშუალო წრის წარმომადგენელი, შორეული ნათესავი მეთიუ დედასთან ერთად გამოცხადდება. ოჯახის ზოგიერთი წევრი გამოსავალს მეთიუსა და მერის დაქორწინებაში დაინახავს,

არისტოკრატების ცხოვრების ბრწყინვალების პარალელურად, ფილმში ასახულია უბრალო ადამიანების ყოფა. სერიალში წარმოჩენილია XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში არსებული ვითარება – ტექნიკური პროგრესი, ქალთა ემანსიპაცია, პირველი მსოფლიო ომი, გრიპის პანდემია და სხვა თემები.