სერია A-ს ტური ლიდერის მარცხით დაიწყო
სერია A-ს ტური ლიდერის მარცხით დაიწყო

იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტური სენსაციით დაიწყო. ლიდერმა მილანის “ინტერმა” საკუთარ მოედანზე წააგო “უდინეზესთან” – 1:3.

პირველ ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს. მე-14 წუთზე “უდინეზელასანიამ დააწინაურა, ორ წუთში კი იკარდიმ სეზონში თავისი მე-17 გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში “ინტერს” უდიდესი უპირატესობა ჰქონდა: დარტყმების შეფარდება იყო – 18:2 (ზუსტი დარტყმები – 7:1).

მეორე ნახევარში მილანელებს ბურთის ფლობა 66 პროცენტი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთხელ დაარტყეს ზუსტად, მათმა მეტოქემ კი ეს ოთხჯერ გააკეთა და ორი გოლი გაიტანა: 61-ე წუთზე დე პოლმა და 77-ე წუთზე ბარაკმა “უდინეზეს” 3:1 მოაგებინეს.

“ინტერი”, რომლისთვისაც ეს პირველი მარცხი იყო სეხონში, 40 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ ამ ტურში მისი გასწრების შანსი აქვს “იუვენტუსსა” და “ნაპოლის”. “უდინეზემ” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო და მე-11 ადგილზე გადავიდა.