სერია A-ს ახალი გათამაშება 19 სექტემბერს დაიწყება
სერია A-ს ახალი გათამაშება 19 სექტემბერს დაიწყება

იტალიის სერია A-ს ხელმძღვანელობამ დაამტკიცა 2020-21 წლების სეზონის ჩატარების ვადები.

ქვეყნის ჩემპიონატის პირველი ტური 19 სექტემბერს დაიწყება. სეზონის დასრულება ნავარაუდებია 2021 წლის 23 მაისს. აღნიშნავენ, რომ დამტკიცებულ კალენდარში გათვალისწინებულია მატჩების ჩატარება საშობაო არდადეგებზე, კერძოდ, 3 იანვარს.

კორონავირუსის პანდემიის გამო, 2019-20 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონატი სამი თვით იყო შეწყვეტილი და პირველ აგვისტოს დასრულდა. ჩემპიონი ზედიზედ მეცხრედ ტურინის „იუვენტუსი“ გახდა.