სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა
სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო რატიანმა პარლამენტის თბილისში სრულად დაბრუნებას ბერია-სტალინის არქიტექტურაში დაბრუნება უწოდა.

რატიანის თქმით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა არის წარსულისკენ გადადგმული ნაბიჯი და ეს მისთვის მომავლის საქართველოსთან გამომშვიდობებას ნიშნავს.

„დღეს მართლა ბოლო სხდომაა, რომელსაც ქუთაისში ვატარებთ. ჩვენ ექვსი წლის განმავლობაში ვიცავდით იმ პრინციპს და ჩანაწერს, რომ ქუთაისი ყოფილიყო საპარლამენტო დედაქალაქი. სწორედ ეს იყო განახლების, მომავლის, თანამედროვე საქართველოს სიმბოლო. პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა ვფიქრობ, არის უკან, წარსულისაკენ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ბერია-სტალინის არქიტექტურაში, იმ რეალობაში დაბრუნება, როდესაც ელიტა ცხოვრობს ერთ ქალაქში, იქვე უნდა გადაირბინოს და  მოაყომაროს მომავლის და ქვეყნის ბედი. ასევე, ეს არის სიმბოლო, როდესაც გვაქვს მაგალითად, ხუთოთახიანი ბინა და გვინდა, რომ შევიყუჟოთ და ვიცხოვროთ ერთ ოთახში. ამიტომ ჩემთვის მართლაც მძიმეა, რომ ეს ბოლო დღეა, ეს არის გამომშვიდობება დროებით, მაგრამ გარკვეულწილად მომავლის საქართველოსთან“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

საგაზაფხულო სესიიდან საქართველოს პარლამენტი საქმიანობას სრულად თბილისში განაგრძობს. ქუთაისის პარლამენტის შენობაში კი, საპოლიციო ჰაბი შეიქმნება.

დატოვე კომენტარი