სერგო რატიანის თქმით, კონკრეტული მინისტრების ნეგატიური შეფასება ადეკვატურია, თუმცა გენდერული ნიშნით პერსონალური შეფასებები სრულიად მიუღებელია
სერგო რატიანის თქმით, კონკრეტული მინისტრების ნეგატიური შეფასება ადეკვატურია, თუმცა გენდერული ნიშნით პერსონალური შეფასებები სრულიად მიუღებელია

ოპოზიციონერი დეპუტატი სერგო რატიანი „ლელოს“ დამფუძნებელს, მამუკა ხაზარაძეს ურჩევს, გაკეთებული განცხადების გამო კრიტიკა სრულად მიიღოს.

როგორც ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისა და კონკრეტული მინისტრების ნეგატიური შეფასება სრულიად ადეკვატურია, თუმცა გენდერული ნიშნით, პერსონალური შეფასებები სრულიად მიუღებელია.

„საზოგადოება იზრდება და როცა პოლიტიკოსებიც მწვავე კრიტიკას მიიღებენ, ამას მომავალში გაითვალისწინებენ“, – განაცხადა რატიანმა.

მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობაზე ისაუბრა და აღნიშნა: „მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურებს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის ინფრასტრუქტურა“.