სერგო რატიანი - სამარცხვინო ვითარებაა, როცა პუტინისტური, მოძალადე ჯგუფები ბედავენ, ძალადობენ და გვასწავლიან, რას უნდა ვუყუროთ და რას არა
სერგო რატიანი - სამარცხვინო ვითარებაა, როცა პუტინისტური, მოძალადე ჯგუფები ბედავენ, ძალადობენ და გვასწავლიან, რას უნდა ვუყუროთ და რას არა

სამარცხვინო ვითარებაა, როცა პუტინისტური, მოძალადე ჯგუფები ბედავენ, ქალაქებში დადიან, ადამიანებზე ძალადობენ და გვასწავლიან, რას უნდა ვუყუროთ და რას არა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სერგო რატიანმა განუცხადა.

დეპუტატი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ეს ადამიანები არიან 37-იანი წლების, საბჭოთა კავშირის მენტალური მემკვიდრეები, რომლებიც ანადგურებდნენ და რეპრესიებს სჩადიოდნენ ინტელიგენციისა და იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელოვნებას ემსახურებოდა. ეს „კომუნისტები“ ანადგურებდნენ და ასწავლიდნენ, რა უნდა დაეწერა მიხეილ ჯავახიშვილსა და სხვებს. ახლა ამ მენტალობის ნარჩენებს ვხედავთ. ხელისუფლება აქციის მონაწილეთა სულიერი მოკავშირეა და არაფერს აკეთებს, რომ ძალადობა აღკვეთოს. შეიძლება, მაკო გომურს ესროლონ, რომელიც საქართველოს პარლამენტში რუსული პოლიტიკოსების ყოფნას აპროტესებდა. როცა ვინმე ძალადობს, მას მორიდებით კი არ უნდა მოუწოდო, არამედ წესრიგი უნდა დაიცვა“, – განაცხადა რატიანმა.