სერგო რატიანი – საგამოძიებო კომისიის მუშაობა ფაქტობრივად დასასრულისკენ არის წასული

16:36, 27.07.2018

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობა ფაქტობრივად დასასრულისკენ არის წასული, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის წევრმა სერგო რატიანმა განაცხადა.

როგორც რატიანმა აღნიშნა, არასრულწლოვნების გამოკითხვა ფაქტობრივად დასრულებულია და არის ახალი ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები.

„ახალი გარემოებების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში ვაწვდით ინფორმაციას შსს-ს. შსს-ს თავის დროზე არ დაუსვა ახალგაზრდებს ის კითხვები, რომელიც აუცილებელი იყო რომ დასმულიყო და ზოგიერთი მათგანი გამოკითხულიც კი არ იყო”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

მსგავსი